2. ამ კანონის მიზნებისათვის „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში“ იგულისხმება ის პირი, რომლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) გააუქმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში პირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება კანონით დადგენილი წესით საწარმოს შექმნა, მისი მართვა, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, საწარმოს კაპიტალის ფლობა.
4. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საწარმოს პირდაპირი მონაწილეობა (მათ შორის, აქციებისა და წილის ფლობა) სხვა საწარმოს საქმიანობაში.
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016