2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

4. ამ კანონის მიზნებისთვის მიღებულ სარგებლად არ მიიჩნევა პირის მიერ ამ კანონის 51 მუხლის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული სარგებელი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირისთვის გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია ან პირის მიერ საკუთრების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი.

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №396 - ვებგვერდი, 04.04.2025