1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

2. პროკურატურის თანამშრომელმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით.

3. პროკურატურის თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია პროკურატურის თანამშრომლის წარმოებაში ან საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს პროკურატურის თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.

თავი VI

დისციპლინური წარმოე