1. პროკურატურის თანამშრომელმა უნდა დაიცვას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. პროკურატურის თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია  სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულებასთან.

3. პროკურატურის თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.

4. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ პროკურატურის თანამშრომელი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია პროკურატურის ინტერესებთა