1. თანამშრომელმა უნდა დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

3. თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.

4. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ თანამშრომელი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია სამსახურის ინტერესებთა