1. თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები. 2. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება პირადი მიზნებისათვის.
3. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსების დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
4. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დააბრუნოს მასზე მინდობილი სამსახურებრივი ქონებ