1. თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია თანამშრომლის ღირსებისათვის. ამასთან, თანამშრომლის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს სამსახურის რეპუტაციასა და სახელს.
2. სამსახურის შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.
3. თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელს.
4. თანამშრომელს ეკრძალება სამორინესა თუ სათამაშო აპარატების სალონებში შესვლა, ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.
5. თანამშრომელს ეკრძალება ფორმის ტანსაცმლით შეუფერებელ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების მოხმარების, სტრიპტიზის და პროსტიტუციის ადგილები).
6. თანამშრომელს ეკრძალება ბილწსიტყვაობა ან/და შეუფერებელი ჟესტიკულაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, კონფლიქტური ვითარების შექმნა ან/და კონფლიქტის ექსკალაცია, რაც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელ