1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას თავაზიანობის, პატივისცემის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმები და პრინციპები.

2. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან.

3. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას დაუშვებელია თანამშრომელი იყოს ფამილარული, მან უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაცი