1. თანამშრომელი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს და ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა.

2. თანამშრომელმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის არაობიექტურობასთან, მიკერძოებულობასთან და უსამართლობასთან დაკავშირებით.

3. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომელი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.

4. თანამშრომელი უნდა იცავდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია