1. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და უნდა იცავდეს მათ. პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპი სავალდებულოა თანამშრომლისათვის.

2. თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

3. თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას. თანამშრომელმა უნდა დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნით. ამავე დროს დაუშვებელია თანამშრომელმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.

4. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებებ