1. შრომის ინსპექტორმა პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და უნდა იცავდეს მათ.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნით. ამავე დროს, დაუშვებელია შრომის ინსპექტორმა განახორციელოს რაიმე სახის დისკრიმინაციული ქმედება.

3. შრომის ინსპექტორმა პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებებ