1.  შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) ადგენს ქცევის ნორმებსა და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომის ინსპექტორთა საქმიანობის წარმართვას სამართლიანად, კანონიერად, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ, ობიექტურად, კვალიფიციურად, ეფექტურად, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით.

2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნის მისაღწევად თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია საქმიანობის პროცესში:

ა) იყოს სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, ეფექტიანი და კვალიფიციური;

ბ) პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

გ) სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდეს პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად;

დ) პროფესიულ საქმიანობაში განუხრელად იცავდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ე)  ჰქონდეს გაცნობიერებული მისი თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობა და საქმიანობის დროს ხელმძღვანელობდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოს საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცება სამსახურის მიმართ;

ვ) იცავდეს დისციპლინას, სტანდარტებსა და ნორმებს.

4. სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება გულისხმობს თანამშრომელთა  ქცევის წესების განსაზღვრას, რაც თავის მხრივ, უნდა იყოს  საჯარო სამსახურში აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარების გარანტი.

5. კოდექსის მიზანია, უზრუნველყოს, ერთი მხრივ, მოქალაქეების რწმენის ამაღლება შრომის ინსპექტორთა მიმართ, მეორე მხრივ, დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი სამსახურის ფუნქციონირების პროცესში და საზოგადოების მაღალი ნდობა ინსპექტორთა ქმედებების მიმართ.

6. ამ კოდექსის განმარტებისას, თითოეული დებულება გააზრებული უნდა იქნეს ფართოდ და სრულად,  გამოიყენებოდეს ისეთი ქცევების მიმართ, რომლებიც შესაძლოა კოდექსში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის ზოგადი პრინციპებიდან და მიზნებიდან ან/და ეწინააღმდეგება მა