1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით, შინაგანაწესითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მიზნებისათვის.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე, ასევე სამსახურის ავტორიტეტსა და სახელზე.

3. შრომის ინსპექტორმა უნდა დაიცვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

4. შრომის ინსპექტორს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის, სარგებლისთვის.

5. შრომის ინსპექტორს, რომელსაც გააჩნია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ინსპექტირების,  საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6. შრომის ინსპექტორმა არ უნდა მიიღონ საჩუქარი დამსაქმებლებისგან/დასაქმებულებისგან, რამდენადაც ამან შეიძლება იქონიოს გავლენა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.  შრომის ინსპექტორმა უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.

8.  დაუშვებელია პირადი ინტერესებისთვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც შრომის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

9.  შრომის ინსპექტორი ვალდებულია, ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას უკავშირდება.

10. შრომის ინსპექტორი არ იღებს შრომის ანაზღაურებას სხვა წყაროდან, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ საქმიანობისთვის, რომლის განხორციელებაც მას ეთხოვა, როგორც საჯარო დაწესებულების წარმომადგენელ