1. შრომის ინსპექტორმა მისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და მატერიალური რესურსები უნდა განკარგოს დანიშნულებისამებრ, ეკონომიურად და ქმედითად.

2. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, შრომის ინსპექტორი ვალდებულია, გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.

3. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, თავად აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შრომის ინსპექტორი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დააბრუნოს მასზე მინდობილი სამსახურებრივი ქონებ