1. შრომის ინსპექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორს სრულად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ის  წარმოადგენს სამსახურს მოქალაქეებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  ურთიერთობისას.

3. მესამე პირებთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორი უნდა ხელმძღვანელობდეს სამსახურის, როგორც ინსტიტუტის, საუკეთესო რეპუტაციის პრიორიტეტით. ის პატივისცემით უნდა მოეპყრას თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას.

4. შრომის ინსპექტორი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

5. სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში შრომის ინსპექტორი მოქალაქეებთან, კოლეგებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას თავისი ქცევით უნდა ავლენდეს კეთილგანწყობას, პროფესიონალიზმს, თავიაზიანობას, დროსა და რესურსს უნდა იყენებდეს რაციონალურად და ეფექტურად რამე სახის მიკერძოების გარეშე.

6. შრომის ინსპექტორი მესამე პირებთან ურთიერთობისას:

ა) თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) თავი უნდა შეიკავოს  პირად ცხოვრებაში  ჩარევისაგან;

გ) წინასწარი განზრახვით არ უნდა შეიყვანოს სხვა პირი შეცდომაში;

დ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს საკუთარ მოსაზრებებს. დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

7.  დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა ან ქმედება შრომის ინსპექტორის მიერ, რომლებიც მიზნად ისახავს პირის უფლების შეზღუდვას ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, განათლების, წარმომავლობის, ქონებრივი,  წოდებრივი თუ სხვა სახის ნიშნი