1. თითოეული შრომის ინსპექტორი ვალდებულია, გაეცნოს კოდექსს და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი სრულად იზიარებს კოდექსის შინაარსს, იგი შეესაბამება მის ზნეობრივ ნორმებსა და სამსახურებრივ სტანდარტებს და რომ ის თანახმაა იკისროს კოდექსით გათვალისწინებული დებულებების სისრულეში მოყვანის პასუხისმგებლობა.
2. კოდექსის გაცნობის ფორმის დაუცველობა არ ათავისუფლებს შრომის ინსპექტორს კოდექსის წესების დაცვის პასუხისმგებლობისგან.
3. შრომის ინსპექტორის მიერ კოდექსის ნორმებისა და სტანდარტების უგულვებელყოფა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მათ შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველ