1. შრომის ინსპექტორი არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

2. შრომის ინსპექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში და მას აქვს თმენის ვალდებულება.

3. შრომის ინსპექტორი პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს სუბორდინაციის პრინციპს.

4.  შრომის ინსპექტორი უნდა ისწრაფვოდეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწისკენ. მან კეთილსინდისიერად და სრულყოფილად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და  ძალისხმევა მიმართოს არსებული რესურსით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

5. შრომის ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა იღებდეს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს, უნდა ზრუნავდეს მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების დროულ გამოსწორებაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სრულად უნდა იყენებდეს სამსახურის  მიზნების მისაღწევად.

6. შრომის ინსპექტორი უნდა იცავდეს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებ