1. შრომის ინსპექტორი თავისუფალია ნებისმიერი სხვა თანამდებობის სტატუსისა თუ პროფესიის მქონე პირის გავლენისგან და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. შრომის ინსპექტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავის ნებისმიერ ქმედებაზე – როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, ისე – მის გარეთ. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა.

3. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო დავალების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, შრომის ინსპექტორმა უარი უნდა თქვას დავალების შესრულებაზე, აცნობოს უშუალო ან/და სამსახურის ხელმძღვანელს ან შესაბამის ორგანოს  და იმოქმედოს კანონის ფარგლებშ