1. აპარატის თანამშრომელი თავისუფალია ნებისმიერი სხვა თანამდებობის (გარდა ინსპექტორისა და ინსპექტორის მოადგილისა) სტატუსისა თუ პროფესიის მქონე პირის გავლენისაგან და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
2. აპარატის თანამშრომელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავის ნებისმიერ ქმედებაზე – როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, ისე მის გარეთ. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა.
3. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო დავალების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, თანამშრომელმა უარი უნდა თქვას დავალების შესრულებაზე, აცნობოს ინსპექტორს და იმოქმედოს კანონის ფარგლებშ