1.  აპარატის თანამშრომელს სრულად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის შესრულების დროს ის  წარმოადგენს ინსპექტორის აპარატს მოქალაქეებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  ურთიერთობისას. სამუშაოს შესრულებისას მისი ქცევა და ჩაცმულობა, უნდა შეეფერებოდეს აპარატის იმიჯსა და შინაგანაწესით  განსაზღვრულ ნორმებს.

2.  აპარატის თანამშრომელი  სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მოქალაქეებთან, კოლეგებთან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას თავისი ქცევით უნდა ავლენდეს კეთილგანწყობას, პროფესიონალიზმს, თავიაზიანობას, დროსა და რესურსს უნდა იყენებდეს რაციონალურად და ეფექტურად რამე სახის მიკერძოების გარეშე.

3.  აპარატის თანამშრომელმა მესამე პირებთან ურთიერთობისას:

ა) თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) თავი უნდა შეიკავოს  პირად ცხოვრებაში  ჩარევისაგან;

გ) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს სხვა პირი შეცდომაში;

დ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს საკუთარ მოსაზრებებს. დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

4.  აპარატის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

5.  დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა ან ქმედება, რომლებიც მიზნად ისახავს პირის უფლების შეზღუდვას ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, განათლების, წარმომავლობის, ქონებრივი,  წოდებრივი თუ სხვა სახის მდგომარეობის ნიშნი