1.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) ადგენს ქცევის ნორმებსა და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს აპარატის საქმიანობის წარმართვას სამართლიანად, კანონიერად, მიუკერძოებლად, ობიექტურად, კვალიფიციურად, ეფექტურად, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემითა და  დაცვით.

2.  კოდექსი ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამდებობის პირებზე, მოხელეებზე, დამხმარე მოსამსახურეებსა და შტატგარეშე  თანამშრომელზე.

3.  ეს კოდექსი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს განმარტებული. მისი დებულებები სრულად გამოიყენება ისეთი ქცევის მიმართ, რომლებიც კოდექსში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდა