1.  აპარატის თანამშრომელი მისთვის სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება, განიხილავს კონფიდენციალურ ინფორმაციად მანამ, სანამ არ გაჩნდება ამგვარი ინფორმაციის საჯაროობის გადამწონი ინტერესი (მათ შორის, კანონის მოთხოვნა).

2.  აპარატის თანამშრომელს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სახელმწიფო ან კომერციული  საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია,  რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

3.  თანამშრომელმა არ უნდა დაუშვას, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე გასაცნობად ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირისათვის და არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით.

4.  აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას მისთვის განდობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა აპარატში მუშაობის დასრულების შემდეგა