1. აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, ინსპექტორს შეატყობინოს ნებისმიერი ქმედება/მოვლენა, რომელიც ხორციელდება მისი ან აპარატის სხვა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და კავშირშია შემდეგთან:
ა) კანონის დარღვევა, განსაკუთრებით სისხლის სამართლის დანაშაული და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა;
ბ) ზემოქმედება აპარატის თანამშრომელზე, რომელიც მას აიძულებს ან წაახალისებს უკანონო ან არაეთიკური ქმედების ჩადენისაკენ, მათ შორის ამ კოდექსის პრინციპების დარღვევა;
გ) ქმედება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ქონების ან რესურსების არამიზნობრივად ან თაღლითურად გამოყენება