1. აპარატის თანამშრომელი პატივისცემით უნდა ექცეოდეს კოლეგებს და მათ საქმიანობას, კოლეგებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
2. აპარატის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) ყოველდღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პატივი სცეს კოლეგების აზრს, უფლებამოსილებებს და შესასრულებელ/შესრულებულ სამუშაოს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად;
ბ) პირნათლად შეასრულოს კოლეგებთან დადებული ფორმალური/არაფორმალური შეთანხმებები და აცნობოს კოლეგებს მათი შესრულების შესახებ. სამუშაოს ეფექტურად შესრულების მიზნით დროულად მიაწოდოს კოლეგებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია;
გ) თხოვნის შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს კოლეგებს სამუშაოს შესრულებაშ