1.  აპარატის თანამშრომელი უნდა ისწრაფვოდეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწისაკენ. მან კეთილსინდისიერად და სრულყოფილად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და  ძალისხმევა მიმართოს არსებული რესურსით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

2.  აპარატის თანამშრომელი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა იღებდეს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს, უნდა ზრუნავდეს მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების დროულ გამოსწორებაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სრულად უნდა იყენებდეს აპარატის მიზნების მისაღწევა