1. აპარატის თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით, შინაგანაწესითა და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მიზნებისათვის.
2. ინტერესთა შეუთავსებლობად ჩაითვლება აპარატის თანამშრომლის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება აპარატის ინტერესებთან. თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ან გავლენა იქონიოს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე.
3. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის, სარგებლისათვის, ინსპექტორის აპარატთან კავშირის არმქონე პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამირებისათვის. თანამშრომლებმა არ უნდა მიიღონ საჩუქარი მონაცემთა დამმუშავებლებისგან, რამდენადაც ამან შეიძლება იქონიოს გავლენა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე.
4. აპარატის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.
5. დაუშვებელია პირადი ინტერესებისათვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც აპარატის თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
6. აპარატის თანამშრომელი ვალდებულია, ინსპექტორს მიაწოდოს ინფორმაცია არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას უკავშირდებ