1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი, არ გაამჟღავნოს ან არ გამოიყენოს იგი არასამსახურებრივი მიზნით.
2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია არ დაუშვას, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირისათვის და არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით.
3. შრომის ინსპექტორს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.