ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით. ეს არ შეიძლება გახდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(60)
საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას; მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები…
საქმე №ბს-596(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის №1000774082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-თის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. მოსარჩელეს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის…
საქმე №ბს-427(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საკასაციო სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება კანონში შევიდა 2023 წლის 21…
საქმე №ბს-554(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
…ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ამავე კანონის მე-11 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის…
საქმე №ბს-837(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…აღნიშნული ხელშეკრულების დასადებად საჭირო არ იყო მისი თანხმობა. კასატორმა სადავო პერიოდში მოქმედ "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონის 11.3 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამდენად, ხელშეკრულების დადებიდან…
საქმე №ბს-970(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
…ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, ლატვია, უკრაინა და ბელგია) ისე, რომ საქონელი არ ექცეოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა საქართველოს საგადასახადო…
მუხლი 27. პროფესიული საიდუმლოება— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების (საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ რეგულაციის) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს