თავი II — ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
1. ადვოკატი ვალდებულია:
ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;
ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა.
2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ:
ა) კლიენტის თანხმობით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1639 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5235 – ვებგვერდი, 30.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.10.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (06.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება 1. ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავრცელნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა. 11. ადვოკატი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. 2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ: ა) კლიენტის თანხმობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.
…რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა. ამავე კანონის მე-5 მუხლი კი განსაზღვრავს ადვოკატის მოვალეობებს, რომელთა შორის ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას პროფესიული საიდუმლოება. ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს პროფესიული საიდუმლოების დაცვის წესს, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას…
…აგრეთვე ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას ადვოკატსა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული დახმარების ხელშეკრულებების წარდგენის თაობაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის…
…აგრეთვე ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას ადვოკატსა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული დახმარების ხელშეკრულებების წარდგენის თაობაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის…