საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29. 09.2010წ., მუხ. 3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.06.2001).
წინა რედაქცია (06.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. საადვოკატო საქმიანობა საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, წინასწარი დაკავების, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29. 09.2010წ., მუხ. 3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…საქართველოს კანონის 30-ე მუხლის დანაწესი ვერ იქნება „იმპერატიული ხასიათის“, თუ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, არ შეესაბამება ამავე კანონის მიზნებს და წინააღმდეგობაშია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებთან, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის პროფესიულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ დათქმებს. კანდიდატ მ. ჭ-ეის საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის ფაქტების საქმეში…
საქმე №ას-1461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
…დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები. 6. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დანაწესით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას…
საქმე №ას-108-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
…დადგენილი წესით. 11. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა…
საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
…საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას ეხება და კასატორის წარმომადგენლის მიერ 4000 ლარად არის შეფასებული (იხ. წინამდებარე განჩინების 7.16 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს მოიხმობს, რომლის საფუძველზე განმარტებულია, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: „ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის…
საქმე №ას-966-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2021
…დოკუმენტების მოძიებას, მოპოვებას ან გამოთხოვას, კლიენტის ინტერესების წარმოდგენას სხავდასხვა კერძო თუ საჯარო პირებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობებში, სამართლებრივ მოლაპარაკებებში, მათ შორის, მორიგების პროცესში. 41. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას…
საქმე №ას-78-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2021
…ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ…
…ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ…