არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 30.05.2018
საქმის ნომერი
ბს-622-622(ს-18)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-622-622(ს-18)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე #010332218900015040

საქმე ¹№ბს-622-622 (ს-18) 30 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე ვასილ როინიშვილმა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ადვოკატ ი. შ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თ. სვანიძის 2018 წლის 25 მაისის №1/ბ-77-16წ. განკარგულების თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

2018 წლის 25 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეა პალატა (სხდომის თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე, მოსამართლეები: მარინა სირაძე, ვერეა დოლიძე) განიხილავდა მსჯავრდებულების შ. შ-ის, გ. ს-ისა და ლ. მ-ის სისხლის სამართლის №1/ბ-77-16წ. საქმეს.

სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობისა და საპროცესო მოვალეობათა შესრულებაზე თავის არიდებისათვის ადვოკატ ი. შ-ას დაეკისრა ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განკარგულება მიღებულ იქნა 2018 წლის 25 მაისს. განკარგულების ასლი იმავე დღეს გაეგზავნა იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის - ქუთაისის ბიუროს ადვოკატს ი. შ-ას და 2018 წლის 26 მაისს 14:00 სთ. ჩაჰბარდა ადრესატს. (ს.ფ. 281).

აღნიშნული განკარგულება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ი. შ-ამ (საჩივრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენის თარიღი - 2018 წლის 28 მაისი, 13:33 სთ.) და მისი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განკარგულების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 29-31). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2018 წლის 30 მაისს 10:35 საათზე შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ადვოკატ ი. შ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XI თავით დადგენილია საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 25 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, დგინდება, რომ მსჯავრდებულ - შ. შ-ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაენიშნა ადვოკატი -ი. შ-ა. მსჯავრდებულ - შ. შ-ის 2018 წლის 24 მაისის განცხადებაში მითითებულია, რომ მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და აღნიშნულის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, მას არ სურდა ადვოკატის გარეშე სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის მიღება, რადგან ვერ შეძლებდა საკუთარი უფლებების სრულყოფილად დაცვას და ასევე არ სურდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა. საყურადღებოა, რომ შ. შ-ის 2018 წლის 29 მარტისა და 26 აპრილის ანალოგიური შინაარსის განცხადებების საფუძველზე არაერთგზის გადაიდო სისხლის სამართლის საქმის განხილვა. შ. შ-ის განცხადებებში მითითებული მიზეზის გამო ი. შ-ამ პროცესის მიმდინარეობისას არაერთგზის განაცხადა უარი მისი მოვალეობის შესრულებაზე - იშუამდგომლა პროცესის გადადებისა და თვითაცილების შესახებ, უარი განაცხადა შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაზე (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 16:36:25 სთ-დან 16:58:03 სთ-ს ჩათვლით). მოსამართლის გაფრთხილებისა და ზეპირი შენიშვნის მიუხედავად მსჯავრდებულის წარმომადგენლის - ი. შ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების თაობაზე (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 17:55:09 სთ-დან 17:57:07 სთ-ს ჩათვლით). მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის მიზეზად ი. შ-ა მიუთითებს „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ პრინციპებზე. საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შესაძლებლობა არ არსებობს. რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. შ-ა მსჯავრდებულ შ. შ-ის ადვოკატად დანიშნულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების გამო და იგი ვალდებული იყო განეხორციელებინა საპროცესო კანონმდებლობითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული უფლებები და მოვალეობები. ყოველივე ზემოაღნიშნული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი. შ-ას დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თ. სვანიძის 2018 წლის 25 მაისის განკარგულება - ადვოკატ ი. შ-ას 100 ლარით დაჯარიმების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-16 ნაწილებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. ადვოკატ ი. შ-ას უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თ. სვანაძის 2018 წლის 25 მაისის №1/ბ-77-16წ. განკარგულება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="8KKB5hDpfLE3tJFPTkOR0TIpkXvar8QuaL22vvwv";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize