თავი II — ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
ადვოკატი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;
დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები;
ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ. 280
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1639 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5235 – ვებგვერდი, 30.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.10.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა,…
საქმე №ას-1382-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
…საჩივრის წარდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო…
საქმე №ას-1350-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
…სხდომაზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ვ.გ–ს მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ აპელანტი კომპანიის დირექტორისათვის არ უცნობებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო…
…სთ-ს ჩათვლით). მოსამართლის გაფრთხილებისა და ზეპირი შენიშვნის მიუხედავად მსჯავრდებულის წარმომადგენლის - ი. შ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების…
…მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას. 23. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა,…