განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.02.2020
საქმის ნომერი
010370019900027930
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

#010370019900027930

საქმე #სსდ-32-19 15 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი),მირანდა ერემაძე

სხდომის მდივანი - მ--- გ------

საჩივრის ავტორი - ადვოკატი ი--- პ--–---ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 24 ივლისის #118/18 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების: ნ---- მ--–---–ის, უ-- გ-------–--ის, მ--- გ-------–--ს, ე----- კ------–---–ის, ნ----- გ------–--ის, მ----- კ--–--–--–---–ის საჩივრის საფუძველზე, ადვოკატ ი--- პ--–---ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჩივრის ავტორების განცხადებით, ისინი წარმოადგენენ შპს „ს--------------------------------–--ს“ დაზარალებულებს და ჩართული არიან სამართლებრივ დავაში მ----- ფ-----ის წინააღმდეგ, რომლის ინტერესებსაც იცავს ადვოკატი ი--- პ--–---ი. მ----- ბეფაძის ინტერესების დაცვამდე ადვოკატი ესწრებოდა შპს „ს--------------------------------–--ს“ დაზარალებულთა შეკრებებს და წარმოადგენდა მისი დის (კომპანიის დაზარალებულის) - მ--- პ--–---ის ინტერესებს.

საჩივრის ავტორთა განმარტებით, ადვოკატი ი--- პ--–---მა ინტერნეტით გამოაქვეყნა მ----- ფ-----ის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილები, რომლებიც ადვოკატის პირადი აზრებით იყო გაჯერებული და შეიცავდა შეურაცხმყოფელ ტექსტებს. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადვოკატ ი--- პ--–---ის ქმედებები სცილდება ეთიკურ ნორმებს, იგი არ ცდილობს დაზარალებულებსა და მ----- ფ-----ეს შორის ურთიერთობის მოგვარებას და ძაბავს სიტუაციას.

ადვოკატმ ი--- პ--–---მა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე განთავსებული ყველა წერილი შედგენილია მ----- ფ-----ის მიერ. გვერდი შექმნა ადვოკატმა ვაჟა ლონდარიძემ და მისი პაროლი ცნობილია მ----- ფ-----ის ყველა ადვოკატისათვის. მ----- ფ-----ეს დაქირავებული ჰყავდა პირები, რომლებიც მისი დავალებით წერილებს განათავსებდნენ სოციალურ ქსელში, მათი არყოფნის დროს კი წერილების ნაწილი, მათ შორის საქმეში წარმოდგენილი პირველი წერილი განათავსა ი--- პ--–---მა. ადვოკატის განმარტებით, წერილების გამოქვეყნებით დაზარალებულებს ზიანი არ მისდგომიათ.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, ადვოკატი ი--- პ--–---ი ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - გაფრთხილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 8 სექტემბრიდან ადვოკატი ი--- პ--–---ი წარმოადგენდა ბრალდებულ მ----- ფ-----ის ინტერესებს, რომლის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმისწარმოება. ადვოკატმა ი--- პ--–---მა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვაჟა ლონდარიძის მიერ შექმნილ გვერდზე გამოაქვეყნა მ----- ფ-----ის მიერ შედგენილი ერთი წერილი, რომელშიც მითითებულია ფრაზა - „პროკურორის ხალხი ხართ, მაგრამ სად წამოხვალთ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ციხიდან გამომიშვებს? ტრაკიდან გიხმართ, პროკურორ ო-----------ესთან ერთად“.

ეთიკის კომისიის განმარტებით, ადვოკატმა ი--- პ--–---მა კლიენტის დავალებით სოციალურ ქსელში წერილის განთავსებით, რომელიც შეიცავდა საჩივრის ავტორთა მიმართ შეურაცხმყოფელ ტერმინებს, დაარღვია: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია, არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები“; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 9.1 მუხლი, რომლის თანახმად, „ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს ამ სასამართლოში თუ ტრიბუნალში მოქმედ ქცევის წესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე, არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას“.

ეთიკის კომისიის განმარტებით, ადვოკატმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, გამოიჩინოს მოთმინება და პატივი სცეს თავის საქმიანობას, არ უნდა მოიქცეს ადვოკატის პროფესიის სტატუსისთვის შეუფერებლად. ადვოკატი, როგორც მართლმსაჯულებაში მონაწილე პირი, უნდა შეეცადოს, თავი აარიდოს იმგვარ ქმედებასა და გამონათქვამებს, რაც არ შეესატყვისება ადვოკატის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ხელს შეუშლის ამ პროფესიისადმი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას.

ის გარემოება, რომ აღნიშნული წერილი არ იყო ადვოკატის დაწერილი, კომისია არ მიიჩნევს შემამსუბუქებელ გარემოებად, რადგან ადვოკატის აქტიური მოქმედების გარეშე უხამსობის გამომხატველი ფრაზა ვერ გახდებოდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვით ვერ მიიღწევა დისციპლინირების მიზანი და დადგენილი დარღვევიდან გამომდინარე, ადვოკატის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი ვადის დაცვით გაასაჩივრა ადვოკატმა - ი--- პ--–---მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილება გამოიტანა მხოლოდ მომჩივნების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ადვოკატმა აღიარა, რომ მ----- ფ-----ის თხოვნით განათავსა მისივე პირადი წერილი „ფეისბუკზე“, ვინაიდან იმ დროს ადვოკატს, რომელიც მართავდა ამ გვერდს, შეუწყდა ხელშეკრულება. ი--- პ--–---მა წერილი ერთჯერადად განათავსა და კეთილსინდისიერებიდან გამომდნარე, ადვოკატმაც არ უარყო აღნიშნული ფაქტი. ადვოკატის აზრით, „ფეისბუკის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ადგილზე რაიმე განცხადების გამოქვეყნებას. ყოველი მომხმარებელი თავად წყვეტს, გადავიდეს თუ არა ამა თუ იმ პირის პირად გვერდზე და გაეცნოს ინფორმაციას.

ადვოკატი ი--- პ--–---ი მ----- ფ-----ის ინტერესებს იცავდა მხოლოდ სამოქალაქო კუთხით, კერძოდ, კომპანია „განთიადს“ მისი დაკავების შემდეგ გაუჩნდა უამრავი ფინანსური პრობლემა, ადვოკატი ძირითადად დაკავებული იყო ამ კომპანიასთან დაკავშირებული საკითხებით. სისხლის სამართლის საქმეზე მ----- ფ-----ეს იცავდნენ სხვა ადვოკატები, შესაბამისად, ადვოკატი ი--- პ--–---ი არც სისხლის სამართლის საქმესთან და არც დაზარალებულებთან არ იყო დაკავშირებული.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ეთიკის კომისია მსჯელობს აგრეთვე „სავარაუდო“ ზიანზე და „შესაძლო“ შედეგებზე და ა.შ. არცერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი ზიანის არსებობა და ზიანის სახეობაზეც არ უმსჯელიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ ი--- პ--–---ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მიერ კლიენტის ინტერესებში მოქმედების, კლიენტის ნების შესაბამისად საქმიანობის მოთხოვნა ეჭვს არ იწვევს. ამ ეთიკური სტანდარტის დაცვა ადვოკატის პროფესიული ქცევის იმპერატივია. სადავოა აღნიშნული სტანდარტის დარღვევა ადვოკატის მიერ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 8 სექტემბრიდან ადვოკატი ი--- პ--–---ი წარმოადგენს ბრალდებულ მ----- ფ-----ის ინტერესებს, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწარმოება. ი--- პ--–---მა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, ვაჟა ლონდარიძის მიერ შექმნილ გვერდზე, სადაც მ----- ფ-----ის დავალებით ქვეყნდებოდა მის მიერ შედგენილი წერილები, განათავსა ერთი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „პროკურორის ხალხი ხართ, მაგრამ სად წამიხვალთ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ციხიდან გამომიშვებს? ტრაკიდან გიხმართ, პროკურორ ო-----------ესთან ერთად“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ, საბოლოოდ, ადვოკატი ი--- პ--–---ი ბრალეულად ცნო დისციპლინურ გადაცდომის ჩადენაში, კერძოდ, ი--- პ--–---მა, კლიენტის დავალებით, სოციალურ ქსელში განათავსა წერილი, რომელიც საჩივრის ავტორთა მიმართ შეურაცხმყოფელ ტერმინებს შეიცავდა. აღნიშნული ქმედებით დაირღვა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (ადვოკატი ვალდებულია, არ შელახოს სასამართლოსა და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები); ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი (ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს ამ სასამართლოში თუ ტრიბუნალში მოქმედ ქცევის წესებს) და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე, არბიტრაჟსა და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას).

სააპელაციო პალატა იზიარებს ეთიკის კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, გამოიჩინოს მოთმინება და პატივი სცეს თავის საქმიანობას. არ უნდა მოიქცეს ადვოკატის პროფესიისათვის შეუფერებლად, ადვოკატი როგორც მართლმსაჯულებაში მონაწილე პირი, უნდა შეეცადოს, თავი აარიდოს იმგვარ ქმედებასა და გამონათქვამებს, რაც არ შეესატყვისება ადვოკატის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ხელს შეუშლის ამ პროფესიისადმი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი--- პ--–---ს წერილი თავად არ დაუწერია, თუმცა იცნობდა მის შინაარსს და თავად გამოქვეყნა. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ერთნაირად აწესრიგებს საკითხს, რომ კლიენტის დასაცავად ადვოკატი შეზღუდულია კანონით და პროფესიული ვალდებულებებით. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად, ადვოკატს უფლება აქვს, კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ ადვოკატმა უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირად და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა გულისხმობს კლიენტის მიერ მიცემული ტექნიკური დავალების შესრულებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადვოკატი ვალდებულია, იმოქმედოს პროფესიული ქცევის სტანდარტებით, რადგან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სპეციალური ნორმები მიზნად ისახავს საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესების განსაზღვრას და ადვოკატის ვალდებულების დამკვიდრებას, შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება და პატივი სცეს მას.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, გადაცდომისა და სახდელის პროპორციულობისა და თანაზომიერების საკითხის განმარტება ეთიკის კომისიამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ადვოკატის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ეთიკის კომისიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა ადვოკატის მიერ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, ასევე, „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევა. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია ადვოკატის ბრალეული ქმედება, ბრალის ხარისხი კი წარმოადგენს კონკრეტული სახდელის ან ზემოქმედების ღონისძიების შერჩევის წინაპირობას. ამასთან, უნდა შფასდეს ადვოკატის პიროვნება, მის მიერ ადრე ჩადენილი გადაცდომები, საქმიანი და მორალური რეპუტაცია, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და მის ჩადენაში ადვოკატის ბრალის ხარისხი. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ეთიკის კომისიის მიერ ასეთი შეფასება განხორციელდა არასრულად, რამაც ადვოკატის მიმართ შეუსაბამო სახდელის დაკისრება გამოიწვია. მოცემულ დისციპლინურ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისთვის დაკისრებული სახდელი - გაფრთხილება დაუსაბუთებელი და შეუსაბამოა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული წერილი არ არი იყო შედგენილი ი--- პ--–---ის მიერ, მან აღიარა, რომ წერილის განთავსებას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, ასევე ადვოკატი არ იზიარებს წერილის შინაარსობრივ მხარეს, იგი განიცდის და შეცდომას უწოდებს ამ ფაქტს. ადვოკატ ი--- პ--–---ის მიმართ მანამდე რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა, ასევე არ დასტურდება მის მიერ ადრე რაიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

ეთიკის კომისიას სახდელის დაკისრებისას უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოებები, გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგი, რომელიც მას მოჰყვა, ადვოკატის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებდა გამოყენებული სახდელის ადეკვატურობას. ნორმაში ალტერნატიული სახდელის გათვალისწინება მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი ადვოკატის მიმართ უფრო ნაკლები, კერძოდ, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ადვოკატის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ჩადენილ გადაცდომასთან პროპორციულობა. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გადაცდომისათვის დადგენილი სახდელებისა და ზემოქმედების ღონისძიებების ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. სახდელის დანიშვნის დროს ეთიკის კომისია ითვალისწინებს იმ ზოგად წესებს, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7566 მუხლი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრების, დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების უკანონო გამოყენების შემთხვევაში. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია, მიიღოს ამ კანონის 7541 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ დისციპლინურ საქმეზე დადასტურებული გარემოებები, კერძოდ, ი--- პ--–---ის მიერ კლიენტის დავალებით სოციალურ ქსელში წერილის განთავსება, რომელიც საჩივრის ავტორთა მიმართ შეურაცხმყოფელ ტერმინებს შეიცავდა, რამაც ადვოკატის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნა გამოიწვია, მით უფრო იმ პირობებში, როცა ადვოკატი აღიარებს შეცდომას და წუხს ამის გამო, ქმნის დისციპლინური ზემოქმედების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის საფუძველს. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატ ი--- პ--–---ისათვის დაკისრებული სახდელის მიზანშეუწონლობა კონკრეტული გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალის მცირე ხარისხს უკავშირებდა, რის გამოც გადაცდომისა და სახდელის ურთიერთშესაბამისობის დადგენის, ზოგადად, სახდელის სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა, ვიდრე გაფრთხილებაა.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი სრულად ჩამოთვლის ადვოკატთა მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებების ერთ-ერთი სახეა ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. ამავე კანონის 351 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის განსაზღვრა და ადვოკატისათვის გაგზავნა ევალება.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების 38-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შემთხვევაში, იგი უნდა შეიცავდეს რჩევებსა და რეკომენდაციებს ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისა და დისციპლინური გადაცდომის მომავალში ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მისაღები ზომების შესახებ. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია და იგი ადვოკატს ჩაჰბარდება პირადად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7563 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 7566, 7541 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ი--- პ--–---ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 24 ივლისის #118/18 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ადვოკატ ი--- პ--–---ს დაეკისროს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება - კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას დაევალოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის განსაზღვრა და ადვოკატისათვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /ზურაბ ძლიერიშვილი/

 

/მირანდა ერემაძე/