საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება;

გ) პროფესიული კომპეტენტურობა;

დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;

ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;

ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;

თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;

ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;

ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

თავი II. ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობე