1. დამცველი/ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის წარმოდგენის შემთხვევაში.
2. ამ მუხლით პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა შესაძლოა განხორციელდეს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა თანდასწრებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/10/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება