ა) ამანათის სახით მიიღოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო, რის შესახებაც ივსება საერთო პროფილის საავადმყოფოში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის უწყისი (დანართი N4);
ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის უფლებით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულისათვის /მსჯავრდებულისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალ