ა) ამანათის სახით მიიღოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის №1 დანართით განსაზღვრული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები, რის შესახებაც ივსება სამედიცინო დაწესებულებაში დაკავებულისთვის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულისთვის ამანათის გადაცემის უწყისი (დანართი №4);

ბ) ისარგებლოს ადვოკატთან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებთან შეხვედრის/კომუნიკაციის უფლებით. აღნიშნულ პირებს დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან ვიზიტამდე უტარდებათ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს დაკავებულისთვის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულისთვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი.

2. ადვოკატი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ დაკავებულთან/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულთან შესახვედრად დაიშვება მკურნალი ექიმის თანხმობის, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის წარდგენის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეხვედრა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენლის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ხმის მოსმენის გარეშ