2. დროებითი საგუშაგოს შემადგენლობას, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსს განსაზღვრავს უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო დროებითი საგუშაგოს მორიგეობისა და დასვენების გეგმას ადგენს ცვლის უფროსი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ დაკავებულის/ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს მთავარი სამმართველოს დამატებითი მოსამსახურეებით.

4. დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში დროებითი საგუშაგოს შემადგენლობაში არსებული მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ ხდება დროებითი საგუშაგოს შემოწმება/დათვალიერება.

5. დროებითი საგუშაგოს მოწყობის, აგრეთვე დროებითი საგუშაგოს გადაბარების შემთხვევაში, დროებითი საგუშაგოს ცვლის უფროსის მიერ ივსება საგუშაგო უწყისი (დანართი №3