2. დაცვის ხაზად ჩაითვლება:

ა) სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებებით ბადრაგირებისას – სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სადგომისა და სათავსოს კედლები, იატაკი, ჭერი (სახურავი);

ბ) ქვეითი წესით ბადრაგირებისას – პირობითი ხაზი, რომელსაც განსაზღვრავს საბადრაგო ჯგუფი;

გ) იზოლატორის გარდა სხვა შენობაში განთავსების შემთხვევაში, ინდივიდუალურად განსაზღვრული ხაზი, რომელსაც შენობა-ნაგებობის გათვალისწინებით ადგენს საბადრაგო ჯგუფი.

3. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული დაცვის ხაზის საზღვრებისა და მათი დატოვებისას მოსალოდნელი შედეგის შესახე