2. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი, რა დროსაც დაკავებულისთვის/პატიმრობაშეფარდებულისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების თაობაზე.
3. საბადრაგო ჯგუფის არანაკლებ 1 წევრი, როგორც წესი, აღჭურვილია ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერით. საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია, ბადრაგირებას დაქვემდებარებულ პირს აცნობოს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო − აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე.
4. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის შედეგად მოპოვებული მასალა ინახება დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს სერვერზე, ხოლო სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები − სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სპეციალურ სერვერზე, რომელზეც ინფორმაციის განთავსება ხდება სამხრე ვიდეოკამერაზე პასუხისმგებელი საბადრაგო ჯგუფის წევრის მიერ.
5. ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათისა და მისი დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა