2. ბადრაგირების გეგმური მარშრუტები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:
ა) გაყვანა/გადაყვანისას ამოცანათა შესრულება რეისების მინიმალური რაოდენობით;
ბ) ბადრაგირების უზრუნველყოფა უმოკლესი მიმართულებით უსაფრთხოების გათვალისწინებით;
გ) ძალებისა და საშუალებების ეკონომიური გამოყენება.
3. ბადრაგირების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ავტომაგისტრალებს, საავტომობილო და საქალაქთაშორისო გზებს, აგრეთვე საქალაქო და ადგილობრივ გზებს.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსალოდნელი რისკფაქტორების გათვალისწინებით, ბადრაგირების მარშრუტი განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითების შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.
5. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბადრაგირებისას მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია მოხდეს საბადრაგო ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობისას მას აღნიშნულის შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე.
6. ბადრაგირების დროს მომხდარი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი დაუყოვნებლივ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელ