2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსდება შემდეგი წესით:

ა) სატრანსპორტო საშუალება დგება შენობის გამომავალ კართან ან შენობასთან შეძლებისდაგვარად ახლოს;

ბ) ბადრაგირებისას სატრანსპორტო საშუალების კარი უნდა ჩაიკეტოს შიგნიდან და კარის მინები არ უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. კარი შიგნიდან არ უნდა იღებოდეს;

გ) ბადრაგირებისას, თუ შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების კარის შიგნიდან გაღება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის იმგვარად მოთავსება, რომ გამოირიცხოს მის მიერ კარის გაღება;

დ) დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირი არ უნდა იჯდეს მძღოლის უკანა მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების უკანა სალონი იზოლირებულია წინა სალონისგა