1. ბადრაგირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საბადრაგო ჯგუფის წევრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განახორციელოს ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, პირადი დათვალიერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში, საბადრაგო ჯგუფის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის ოქმი (დანართი №2), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით და ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

3. ბადრაგირებისას შესაძლებელია საბადრაგო ჯგუფს თან ახლდეს სამედიცინო პერსონალი.