1. ბადრაგირება საბადრაგო ჯგუფის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ქვეითი წესით ან სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით.
2. სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შეუძლებლობის ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით, ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სხვა სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ან ამ წესის VI თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებით პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას.