ა) მთავარი სამმართველო − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული − ბადრაგირების მთავარი სამმართველო;
ბ) იზოლატორი − სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი;
გ) უშუალო ხელმძღვანელი − მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილეები ან/და მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომლებიც უფლებამოსილები არიან განსაზღვრონ საბადრაგო ჯგუფის შემადგენლობა, შეიარაღება, ბადრაგირების ვადები და ბადრაგირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
დ) საბადრაგო ჯგუფი − მთავარი სამმართველოს ორი ან მეტი უფლებამოსილი მოსამსახურისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელის მიერ განისაზღვრება ჯგუფის უფროსად;
ე) დაკავებული − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლებაშეზღუდული პირი;
ვ) პატიმრობაშეფარდებული − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პატიმრობაშეფარდებული პირი;
ზ) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი – იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, აგრეთვე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;
თ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება − „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პოლიციის პრევენციული ღონისძიება;
ი) პირადი დათვალიერება − ღონისძიება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ბადრაგირებისას ბადრაგირებას დაქვემდებარებული პირის მიმართ, საბადრაგო ჯგუფის იმავე სქესის წევრის მიერ, განცალკევებულ ადგილას და სხვათა თვალთახედვის არედან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს მხოლოდ იმავე სქესის პირი. პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება; შესამოწმებელი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითებით გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილი. პირადი დათვალიერებისას დაუშვებელია პირის სრული გაშიშვლება. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებ