ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით იზოლატორიდან გაყვანისას;
ბ) სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას;
გ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაზე გაყვანისას/გადაყვანისას;
დ) სასამართლოში წარდგენის მიზნით იზოლატორიდან დროებით გაყვანისას;
ე) დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, პატიმრობაშეფარდებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანისას, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ;
ვ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას;
ზ) სხვა იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბადრაგირების განხორციელებისას ივსება დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების ფურცელი (დანართი №1