ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე ან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად - საქართველოს საერთო სასამართლოების ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად - პროკურორის დადგენილებით ან სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის წერილობითი მოთხოვნითა და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციისას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნითა და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
დ) მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულების დროებით დატოვებისას განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით - მსჯავრდებულის, მისი დამცველის/კანონიერი წარმომადგენელის ან ახლო ნათესავის შუამდგომლობით, სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის (შემდგომში - დაწესებულების დირექტორი) წარდგინებითა და დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით;
ე) ბრალდებულის მიერ პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულების დროებით დატოვებისას განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით - გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვითა და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას, აგრეთვე საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანისას - სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ან საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად - დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე;
თ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა - დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.
ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად - დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
კ) მსჯავრდებულის გაყვანისას სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს (შემდგომში - საბჭო) ზეპირ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად - საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანისას - საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას;
მ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების გარეთ სამუშაოდ გაყვანის მიზნით, უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშ