ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
ვ) ფიზიკური ნორმატივები (ბრძანების დანართი №3).
2. დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) პატიმრობის კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება;
ზ) „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;
თ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;
ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებ