1. საბადრაგო ჯგუფის უფროსი ბადრაგირების დაწყებამდე დაკავებულს/პატიმრობაშეფარდებულს აცნობს ამ წესის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის უფლებებსა და ვალდებულებებს.

2. დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირების დადგენილი წესის დარღვევისას საბადრაგო ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან შეადგინონ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის მიერ ბადრაგირებისას ჩადენილი დარღვევის ოქმი (დანართი №6), რომელიც დასტურდება საბადრაგო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით.

თავი VI

გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების წესი