ბადრაგირებისას საბადრაგო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის იზოლაცია მესამე პირებისგან. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის, საბადრაგო ჯგუფის წევრებისა და სატრანსპორტო საშუალების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფის წევრი ვალდებულია უშუალო ხელმძღვანელს მოსთხოვოს დამატებითი ძალების გამოყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.03.2026
მუხლი 27
თავი IV — საბადრაგო ჯგუფის წევრების ვალდებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2026. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/03/2026.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №40, 20.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.034.017697 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6812091/muxli-27/